ოთარ კიტეიშვილის აზრით, რომ არა გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაში, საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან უფრო დიდი ანგარიშით წაგება შეეძლო. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩეც ციკლში ელჩეში 0:2 მარცხის შემდეგ განაცხადა.
ოთარ კიტეიშვილი: „შევეცადეთ თამაში კონტრშეტევაზე აგვეგო და სწრაფი გადასვლები გვქონოდა, მაგრამ ვერ შევძელით. რაც დრო გადიოდა ამის გაკეთება უფრო რთული ხდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდით ესპანეთისთვის სივრცე შეგვეზღუდა, თუმცა ჩასვლა ძალიან ქვემოთ გვიწევდა. ბურთის მოსაპოვებლად ორთაბრძოლაში შესვლა ძალიან რთული იყო. შესაბამისად, გადასვლაც არ გამოგვდიოდა. დასანანია, რომ თამაში ასე წარიმართა. შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშით წაგვეგო და „მამარდამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ბურთები მოიგერია. სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადოთ, რომელიც მალე გვაქვს და ჯგუფის მთავარი თამაშია“.
საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ქალაქ იზმითში თურქეთს შეხვდება, რომელმაც მესამე ტურში სტუმრად ბულგარეთი 6:1 გაანადგურა. ჯგუფში ესპანეთი 9 ქულით ლიდერია, ხოლო თურქეთი 6 ქულით მეორე. საქართველო 3 ქულით მესამეა, უქულო ბულგარეთი კი ბოლოა. ჯგუფში გამარჯვებული მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი




