დრაგან სტოიკოვიჩმა სერბეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ეს ნაბიჯი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელგრადში ალბანეთთან 0:1 წაგების შემდეგ გადადგა. სერბები ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდნენ. მანამდე, ისინი ინგლისთან 0:5 განადგურდნენ.
„მე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს ვესაუბრე, რის შემდეგ გადაცდექი. პირადად ამ მარცხს არ ველოდი. პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ“ – იუწყება სტოიკოივიჩის ნათქვამს სერბული მედია.
60 წლის სტოიკოვიჩი სერბეთს 2021 წლიდან ავარჯიშებდა. K ჯგუფში, სადაც ინგლისი 15 ქულით ლიდერობს, ალბანეთი 11 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო სერბეთი 7 ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი




