გაბრიელ სიგუამ თავის კარიერაში ევროთასებზე პირველი საგოლე პასი მიითვალა. კონფერენს ლიგის პირველ ტურში „ლოზანამ“, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ზაფხულში „ბაზელიდან“ იჯარით შეუერთდა, შინ „ბრეიდაბლიკი“ 3:0 დაამარცხა.
33-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ, სიგუამ თავის ნახევარზე საჰაერო ორთაბრძოლა მეტოქეს მოუგო და ბურთიანად საჯარიმომდე მივიდა, ხოლო მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა პასი დიაკიტეს გაუკეთა, რომელმაც გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 67-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
ლაშა თაბაგარი
