ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ლივერპულურ დერბიში „ლივერპულმა“ „ევერტონი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა თავისი გუნდის წარმატებას თვალი წინა მატჩების მსგავსად სათადარიგოთა სკამიდან ადევნა,
„ლივერპული“ მე-10 წუთზე გრავენბერხმა დააწინაურა, რომელმაც სალაჰის გადაცემა გამოიყენა. 29-ე წუთზე გრავენბერხმა თავად მისცა საგოლე პასი ეკიტიკეს და ამ უკანსკნელმა მერსისადელები კიდევ უფრო დააწინაურა. „ევერტონიდან“ ერთადერთი ბურთი 56-ე წუთზე იდრისა გეიემ გაიტანა.
მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ 15 ქულით 20-გუნდიან პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





