გიუნდოგანი კარიერას „გალათასარაიში“ განაგრძობს

0
15

ილკაი გიუნდოგანი კარიერას სტამბოლის „გალათასარაიში“ განაგრძობს. „მანჩესტერ სიტის“ ექსკაპიტანმა თურქულ კლუბთან  2026 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონი გაგრძელდება.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი „სიტიში“ 2016 წლიდან გამოდიოდა და მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა „ბარსელონაში“ (2023-2024). მან მანჩესტერელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 358 მატჩში 65 გოლი გაიტანა და 47 საგოლე პასი გააკეთა. ის „სიტისთან“ ერთად 14 ტიტულს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი