„ატლეტიკო მინეიროს“ ხორხე სამპაოლი გაწვრთნის. 65 წლის არგენტნელმა სპეციალისტმა ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის დეკემბრამდე გააფორმა. ის გუნდს სათამაშოდ 11 სექტემბერს „კრუზეიროსთან“ დერბიში სტადიონ „მინეირანზე“ გაიყვანს.
სამპაოლი „ატლეტიკო მინეიროს“ უკვე ხელმძღვანელობდა 2020 წელს. მაშინ, ბელუ-ორიზონტეს კლუბმა მინას-ჟეირასის შტატის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ბრაზილიის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა, ის ბოლოს ფრანგულ „რენში“ მუშაობდა, რომლიდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი





