ლომინაძის მორიგი სასტარტო და ქულა

0
14

ნოდარ ლომინაძემ „ეშტორილის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-4 ტურში „ეშტორილი“ სტუმრად „ტონდელას“ შეხვდა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 2:2. ლომინაძემ, რომელიც ვილი სანიომა სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, მოედანზე 67 წუთი გაატარა. „ეშტორილი“ 2 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-7 ტურში „კრაკოვიამ“ „ლეგია“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. მასპინძლებს ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად უკაპიტნა და 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კრაკოვია“ 14 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
ლაშა თაბაგარი