„ვილიარეალმა“ მიქაუტაძე წარადგინა – ესპანური კლუბის სარეკორდო ტრანსფერი

0
30

„ვილიარეალმა“ გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ესპანეთის ლა ლიგის კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ვილიარეალმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ საფრანგეთის „ლიონს“ 31 მილიონი ევრო გადაუხადა და პლუს 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. ის ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მისი ტრანსფერი “ვილიარეალის” არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. თუ მომავალში “ვილიარეალი” მიქაუტაძეს გაყიდის, “ლიონს” სატრანსფერო თანხიდან 10% შეხვდება. მიქაუტაძემდე ესპანურმა კლუბმა ყველა დიდი თანხა პაკო ალკარესში გადაიხადა, როდესაც 25 მილიონ ევროდ დორტმუნდის “ბორუსიადან” იყიდა.
24 წლის მიქაუტაძემ „ლიონში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ნათამაშებ 33მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მან საფრანგეთის თასზე ორ თამაშში მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო, ხოლო ევროპა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში ლიონელთა მაისურით გამართულ ორ შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
„ვილიარელი“ 2025-2026 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი