გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგში“ გადასვლის შემდეგ, ოფიციალურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობასი პირველად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი თავის მოედანზე პრინციპულ მეტოქე „პორტუს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. მას ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია და ერთ ეპიზოდში მეტოქის კარს სახიფათოდ დაემუქრა.
სტუმრებიდნა 61-ე წუთზე ანგარიში ლუკ დე იონგმა გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე ვილიამ გომესმა დაახლოებით 25 მეტრიდან „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა. 64-ე წუთზე „პორტუს“ მცველმა პერესმა ავტოგოლი მიითვალა. „სპორტინგი“ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
მეორე ადგილზეა ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაო“, რომელმაც სტუმრად „ავეში“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი





