დავით ვოლკოვმა „ზირეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა. მე-3 ტურში „ზირემ“ „ქიაფაზი“ მიიღო და 5:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 87-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით საბოლოო წერტილი დასვა. მასპინძლები სასტარტოში მოხვდა გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს. „ზირე“ 7 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
რევაზ ინჯგიამ ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“ გადასვლის შემდეგ კვიპროსოს ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში „ოლიმპიაკოსმა“ შინ „ანრთოსისი“ 2:1 დაამარცხა. ინჯგია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე დაახლოებტ 22 მეტრიდან, მარცხენა კუთხიდან შორეულ „ცხრიანში“ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ის 65-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





