კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა – ნევეშის ბენეფისი

0
19

ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და საფრანგეთის ლუგა 1-ის მე-2 ტურში სტუმრად „ტულუზასთან“ 6:3 მოგებულ შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი მოედანზე 63-ე წუთზე ჩაერთო. განვლილი შეხვედრაში პსჟ-ს პორტუგალიელი ნახევარმცველ ჟოაო ნევეშისთვის ჯერჯერობით კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. მან „ტულუზას“ კარი სამჯერ აიღო, მათ შორის ორჯერ „მაკრატელათი“. ორივე შემთხვევაში საჯარიმოში მეტოქის კარისკენ ზურგით მდგომმა ბურთი მკერდზე აიგდო და ეფექტურად დაარტყა. კვარაცხელიას გოლი ან საგოლე პასი არ ჰქონია. პსჟ-დან თავი ასევე ორჯერ უსმან დემბელემ და ბარკოლამ გამოიჩინეს. მოქმედი ჩემპიონი პსჟ 9 ქულით პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი