გიორგი ტაბატაძის დებიუტი დანიაში შედგა

0
19

გიორგი ტაბატაძემ დანიის სუპერლიგაში პირველად ითამაშა. „ვეილემ“, რომელსაც 19 წლის ქართველი ნახევარმცველი მიმდინარე თვეში შეუერთდა, მე-7 ტურში „ვიბორგი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებმა მე-15 წუთზე ანგარიში გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთო მე-40 წუთზე გაიტანეს. „ვიბორგი“ 54-ე წუთზე ისევ დაწინაურდა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ვეილე“ 4 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ბოსნიის ჩემპიონატის მე-6 ტურში „სარაევომ“ შინ „პრიედორს“ 1:0 აჯობა. მასპინძლებს საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად უკაპიტნა. „სარაევო“ 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი