„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო.
მე-2 ტურში „ჰაიდენჰაიმი“ „ლაიფციგს“ ესტუმრა და ორი უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველსო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 48-ე წუთზე ბაუმგარტნერმა დააწინაურა, ხოლო 78-ე წუთზე სტუმართა კარი რომულო კარდოსომ აიღო.უქულო „ჰაიდენჰაიმი“ 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურში კოვალიკას „კოლოსმა“ შინ „ეპიცენტრი“ 1:0 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. „კოლოსი“ 10 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი





