გიორგი მამარდაშვილის ინგლისის პრემიერლიგაში დებიუტი ისევ გადაიდო და არავინ იცის როდის შედგება, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი უპირატესობას ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ალისონს ანიჭებს.
მეორე ტურში ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად „ნიუკასლი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
სტუმრები 35-ე წუთზე გრავენბერხმა დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე მასპინძლებს თავდამსხმელი ენტონი გორდონი გაუძევეს. 46-ე წუთზე ეკიტიკემ „ლივერპულის“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
57-ე წუთზე ერთი ბურთი ბრუნო გიმარაეშმა გაქვითა, ხოლო 88-ე წუთზე ოსულამ ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე ნგუმოამ „ლივერპულს“ 3 ქულა მოუტანა.
„მერსისაიდელები“ 6 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილშე მე-3 ადგილზე არიან – ამდენივე ქულა აქვთ პირველ ადგილზე მყოფ „არსენალს“ და მეორეადგილოსან „ტოტენჰემს“, რომლებიც „ლივერპულს“ გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით სჯობიან.
ლაშა თაბაგარი





