ლუკა პარკაძე კარიერას ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში განაგრძობს. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ნახევარმცველი ზალცბურგის „ავსტრიამ“ ერთწლიანი იჯარით მიუნხენის „ბაიერნიდან“ აიყვანა.
პარკაძისთვის ავსტრიის რანგით მეორე ლიგა უცხო არაა, რადგან 2023-2024 წლების სეზონში იჯარით „ადმირაში“ თამაშობდა, სადაც მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში ის გერმანიის რეგიონალიგის „ალტგლიენიკეში“ ასპარეზობდა.
ლაშა თაბაგარი





