დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ განაცხადში ოფიციალური შეხვედრაში პირველად მოხვდა. მანამდე, 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ამხანაგურ შეხვედრებში „ტორინოსთან“ შეცვლაზე, ხოლო სერია C „პრო პატრიასთან“ შეცვლაზე ითამაშა.
სერია A-ში წელს დაბრუნებული „კრემონეზე“ ახალი სეზონის პირველ ტურში სტუმრად „მილანს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. სტუმრები 28-ე წუთზე ბასშიროტომ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე პავლოვიჩმა გაათანაბრა. 61-ე წუთზე ბონაცოლიმ „მილანის“ კარი აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ლორთქიფანიძე თადარიგში იყო და თამაშში არ ჩართულა. ის 9 წლიდან ოჯახთან ერთად იტალიაში ცხროვრობს და ჯერ „ატალანტას“, ხოლო შემდეგ „კრემონეზე“ აკადემიაში ვარჯიშობდა. ლორთქოფანიძე ბოლო სამი წელიწადია კრემონელთა ახალგაზრდული გუნდის კაპიტანია. მან კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი 2024 წლის მიწურულს გააფორმა და „კრემონეზეს“ საკუთრება 2027 წლის ივნისამდეა.
ლაშა თაბაგარი





