საბა გოგლიჩიძის ოფიციალური დებიუტი „უდინეზეში“ გადაიდო, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზემ“ „ვერონა“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო და არ უთამაშია. მასპინძლებიდან 53-ე წუთზე ანგარიში თომას კრისტენსენმა გახსნა. 73-ე სტუმრებიდან საპასუხო ბურთი სეატ სერდარმა გაიტანა.
მიმდინარე ზაფხულში გოგლიჩიძემ უდინელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მის სანაცვლოდ „ემპოლიმ“ 4 მილიონი ევრო მიიღო.
ლაშა თაბაგარი





