გიორგი გოჩოლეიშვილმა გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. სეზონის სტარტზე „ჰამბურგი“, რომელშიც ქართველი მცველი დონეცკის „შახტარმა“ ერთი წლით გაანათხოვრა, სტუმრად მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ქულა აიღო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.
ივა გელაშვილმა „პანსერაიკოსის“ შემადგენლობაში საბერძნეთის სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. პირველ ტურში „პანსერაიკოსი“ სტუმრად ათენის აეკ-თან 0:2 დამარცხდა, ხოლო გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





