იური ტაბატაძე „კადისის“ ღირსებას დაიცავს

0
23

იური ტაბატაძე კარიერას ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „კადისში“ განაგრძობს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
25 წლის გარემარბი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ სეგუნდა დივიზიონის ბინადართან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ტაბატაძე თბილისის „იბერიას“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში ჩატარებულ 155 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა. მან „იბერიასთან“ ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ერთხელ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი 3-ჯერ, ხოლო საქართველოს სუპერთასი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი