კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩში ერთადერთი გოლი პენალტიდან გავიდა.
75-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ სირილ ედუძის ხირვატი მატეო შიმიჩი ფეხებში ჩაუვარდა და წააქცია. მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი დადო. მალელმა აბუბაქარ კონტემ პენალტი ზუსტად შეასრულა – 0:1.
მსაჯის მიერ ძირითად დროსთვის დამატებულ წუთებში ქუთაისელებმა კუთხური ჩააწოდეს და ნორვეგიელი ბიორნ იონსენის თავურის შემდეგ, შოთა შეყილაძემ ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში „დილას“ კარს ასევე თავით რაფაელ ლეაო დაემუქრა და მეკარე დავით კერესელიძემ ხიფათი გაანეიტრალა.
იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილ „დილას“ 47 ქულა აქვს და ლიდერ „იბერიას“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო გერმანელი დირკ შუსტერის დამოძღვრილი „ტორპედო“ 32 ქულით მეხუთეა.
ტორპედო 0:1 დილა
ლაშა თაბაგარი





