დავითაშვილმა სეზონი ქულით დაიწყო

0
15

„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ში ახალი სეზონი „ლავალთან“ სტუმრად დასრულებული უხვგოლიანი ფრით დაიწყო – 3:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც „სენტ-ეტიენი“ 3:2 იგებდა.
მასპინძლები მე-16 წუთზე ჩოკუნტემ დაწინაურა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 27-ე წუთზე კარდონამ გაიტანა. 35-ე წუთზე „სენტ-ეტიენი“ წინ ბოაკიემ გაიყვანა. 41-ე წუთზე ჩოკუნტემ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 52-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ოლდმა გამოიჩინა, ხოლო 87-ე წუთზე კლავრომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ შარშან გადავიდა, როდესაც გუნდი ლიგა 1-ში გამოდიოდა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
“ქასიმფაშაში” მთავარ მწვრთნელად დაბრუნებულმა შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგაში ახალი სეზონი უიღბლოდ დაიწყო. მისი გაწვრთნილები სტუმრად “ანთალიასფორს” შეხვდნენ და 1:2 წააგეს.
ლაშა თაბაგარი