ლობჟანიძის პირველი გოლი სეზონში

0
21

საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ლიგის თასზე, სადაც ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის გუნდები გამოდიან, ატლანტელებმა მექსიკის „ატლასი“ 4:1 დაამარცხა. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. 38-ე წუთზე, როდესაც „ატლანტა“ 2:0 იგებდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა დაახლოებით 20-21 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი „ცხრიანში“ გაახვია. 30 წლის ლობჟანიძემ ამ სეზონში MLS-ში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 7 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი