ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აქსელ ვიცელი კარიერას „უდინეზეში“ განაგრძობს, რომელმაც გუშინ საბა გოგლიჩიძე წარადგინა, იუწყება La Derniere Heure.
36 წლის ფეხბურთელი უდინელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა. მან მადრიდელთა შემადგენლობაში ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირში 116-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
ვიცელი ბელგიის ნაკრებში 2008 წლიდან გამოდის და 132 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ლაშა თაბაგარი




