19-წლამდელები ჩერნოგორიასთან დამარცხდნენ

0
18

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩერნოგორიის ქალაქ ბერანეში მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ნიკოლოზ გვაზავამ გაიტანა, რომელმაც დანილ დუპლის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურის შემდეგ ბურთი კარის ბადეში გაგზავნა.
ვასილ მაისურაძის გუნდი, ბალკანელების  წინააღმდეგ მეორე სპარინგს 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, ისევ ბერანეს მუნიციპალურ სტადიონზე გამართავს.
მატჩის ოქმი – მონტენეგრო 2:1 საქართველო
ლაშა თაბაგარი