გიორგი მოისწრაფიშვილმა ტრნავის „სპარტაკის“ მაისურით სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა. პირველ ტურში ტრნაველებმა „რუჟემბეროკი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, საგოლე გადაცემა აზანგოს გაუკეთა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. მოისწრაფიშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს. მან ჩემპიონატში საგოლე პასამდე, ტრნაველთა მაისურით გოლი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის „ჰაკენთან“ სტუმრად 2:2 დასრულებულ შეხვედრაში გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





