ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა

0
14

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში „შანდუნის“ მაისურით ჩინეთის სუპერლიგაში თავისი მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა. მე-18 ტურში „შანდუნმა“ „მეიჟუ“ მიიღო და ქართველი შემტევი ნახევარმცველის წყალობით 3:0 გაიმარჯვა.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარში გადაგზავნა.
82-ე წუთზე სტუმართა კარის წინ აღმოჩენილმა ყაზაიშვილმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს ზუსტად დაამატა, ხოლო ორ წუთში „მეიჟუს“ საჯარიმოში შეჭრილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 11 გოლი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა და ერთი ბურთი ჩამორჩება „ბეიჯინგ გოუანის“ ანგოლელ ფორვარდ ფაბიო აბრეუს.
ლაშა თაბაგარი