ლონდონის „არსენალმა“ ვიქტორ დიოკერეში ლისაბონის „სპორტინგიდან“ შეიძინა. მან „მეთოფეებთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინგლისური კლუბმა პორტუგალიის მოქმედ ჩემპიონს 63,5 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო კიდევ 10 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
დიოკორეშმა „სპორტინგში“ ბოლო ორი სეზონი გაატარა და ორჯერვე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – შესაბამისად 29 და 39 გოლი გაიტანა.
შვედეთის ეროვნული გუნდის 27 წლის თავდამსხმელმა ლისაბონურ კლუბში საერთო ჯამში ყველა ტურნირში 102-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 97-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





