აბუაშვილის დებიუტი „მეცში“ შედგა

0
12

გიორგი აბუაშვილის დებიუტი საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ „მეცში“ შედგა. ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „მეცმა“ სტუმრად ამხანაგური მატჩი თანალიგელ „ლანსთან“ ჩაატარა და 1:2 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გიორგი წიტაიშვილი „მეცის“ სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენი 21-წლამდელების ექსგარემარბი აბუაშვილი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი „მეცში“ ერთი წლით კიევის „დინამომ“ გაანათხოვრა, ხოლო აბუაშვილი – ფოთის „კოლხეთმა“.
ლაშა თაბაგარი