საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მცველი ლუკა ლაცაბიძე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონს თბილისის „დინამოში“ ჩაამთავრებს. ლაცაბიძეს მოქმედი კონტრაქტი დონეცკის „შახტართან“ აკავშირებს და „დინამოში“ იჯარით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ლაცაბიძემ სლოვაკეთში გამართული ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი ტრავმის მიზეზით გამოტოვა. ის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია.
მის გარდა, „დინამოს“ 18 წლის კოტდივუარელი ცენტრალური ნახევარმცველი აბდულაიო იორო შეუერთდა. ის თურქეთის „ბაშაქშეჰირის“ საკუთრებაა, რომელმაც „დინამოში“ ერთი წლით გაანათხოვრა.
ლაშა თაბაგარი





