დიეგო ლონგო: „გორში სხვა თამაში იქნება“

0
8

„დილას“ მთავარი მწვრთნელი დიეგო ლონგო თავისი ფეხბურთელებით ამაყია და მიაჩნია, რომ გორში განსხვავებული თამაში იქნება. იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ლატვიის „რიგასთან“ 1:2 წაგებული მატჩის შეფასების დროს აღნიშნა.
დიეგო ლონგო: „შემიძლია ვთქვა რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ბოლომდე იბრძოლეს გასვლით მატჩში ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად იშვიათი და უნიკალურია.
დარწმუნებული ვარ რომ 7 დღის შემდეგ სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. ვფიქრობ ძალიან კარგი შანსი გვაქვს თუ ვირწმუნებთ საკუთარ ძალას და ასევე ვიბრძოლებთ.
გორში სხვანაირად იქნება, მჯერა გულშემატკივარი დაგვეხმარება ბოლო წუთამდე, ვინაიდან საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. ამიტომ ვარ თავდაჯერებული, ახლა აღდგენის დროა, რათა მოვემზადოთ მომავალი ბრძოლისთვის“.
“დილა” საპასუხო შეხვედრას “რიგასთან” 31 ივლისს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი