ელოშვილმა დებიუტი გოლით აღნიშნა

0
8

ილია ელოშვილმა ავსტრიის რანგით მეორე ლიგის ბინადარ „ბრეგენცში“ დებიუტი გოლით აღნიშნა.
ავსტრიის თასის 1/32-ფინალში „ბრეგენცი“ სტუმრად „ვოკლამარკტს“ შევხდა და 2:0 დაამარცხა. 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 53-ე წუთზე აიღო და თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ელოშვილი თავისი ავსტრიული კარიერის განმავლობაში „ბრეგენცამდე“, „კაპფენბერგში“ და „გრაცერში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი