ტრნავის „სპარტაკმა“, რომელშიც გიორგი მოისწრაფიშვილი გამოდის, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად მალტის „ჰიბერნიანსთან“ ჩაატარა და 2:! გაიმარჯვა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო. სლოვაკებიდან 27-ე წუთზე ჰოლიკმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ჩარლესტონმა გაიტანა. 84-ე წუთზე პროჰაზკამ პენალტი გაიტანა და ტრნაველებს მოაგებინა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 31 ივლისს შედგება.
ლაშა თაბაგარი





