ტიბო კურტუამ მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების 33 წლის მეკარემ „სამეფო კლუბს“ თავისი მომავალი 2027 წლის ივნისამდე დაუკავშირა. მას მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა.
კურტუა „რეალში“ 2018 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში 288 მატჩი ჩაატარა. მან ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, უეფას სუპერთასი 2-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთხელ და საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





