აბუაშვილი „მეცის“ ფეხბურთელია

0
19

გიორგი აბუაშვილი მომავალ სეზონს საფრანგეთის ლიგა 1-ში გაატარებს. ფოთის „კოლხეთმა“ საქართველოს 21-წლამდელთა ყოფილი გარემარბი ერთი წლით გაანათხოვრა „მეცში“, რომელსაც ცოტა ხნის წინ გიორგი წიტაიშვილი შეუერთდა.
22 წლის აბუაშვილმა წელს „კოლხეთის“ მაისურით საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 18-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.
ის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და 2019-2021 წლებში პირველ გუნდში 5-ჯერ ითამაშა. ამის შემდეგ, აბუაშვილმა 2022-2023 წლების სეზონი „პორტუში“ გაატარა, სადაც მეორე გუნდში 5 შეხვედრა გამართა. აბუაშვილი 2023-2024 წლების სეზონში რუმინეთის „პეტროლულში“ გამოდიოდა, ხოლო შარშან „კოლხეთს“ შეურთდა.
წიტაიშვილის დებიუტი “მეცში” ლუქსემბურგის “მონდორფთან” 1:0 მოგებულ მატჩში შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ფრანგულ გუნდში ერთი ტაიმი ითამაშა.
ლაშა თაბაგარი