„რეალმა“ „ბენფიკადან“ მცველი შეიძინა

0
22

მადრიდის „რეალმა“ ლისაბონის „ბენფიკადან“ მარცხენა მცველი ალვარო კარერასი 50 მილიონ ევროდ შეიძინა. 22 წლის ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
კარერასი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია და მადრიდელთა სისტემაში 2017-დან 2020 წლამდე იმყოფებოდა. ის პროფესიონალურ დონეზე „მანჩესტერ იუნაიტედში“ და „გრანადაში“ გამოდიოდა, ხოლო „ბენფიკას“ 2024 წელს შეუერთდა. ცნობისთვის, “მანჩესტერ იუნაიტედი” “რეალის” მიერ კარერასში გადახდილი თანხის 20 პროცენტს მიიღებს – 8,8 მილიონ ევროს.
მან 2024-2025 წლების სეზონში პორტუგალიურ გუნდში ყველა ტურნირზე  ჩატარებულ 52 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი