გიორგი მამარდაშვილის დებიუტი „ლივერპულში“ შედგა. ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ინგლისის პრემიერლიგსი მოქმედმა გამარჯვებულმა პირველი ამხანაგურ მატჩი სტუმრად ჩემპიონშიფის ბინადარ „პრესტონთან“ ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, როდესაც „ლივერპული“ 33-ე წუთზე ბრედლის მიერ გატანილი გოლით 1:0 იგებდა.
53-ე წუთზე სტუმრებიდან თავი დარვინ ნუნიესმა გამოიჩინა, ხოლო 83-ე წუთზე ლინდსეიმ ერთი ბურთი გაქვითა. 88-ე წუთზე პრესტონის კარი გაკპომ აიღო.
მამარდაშვილი „ლივერპულმა“ შარშან 35 მილიონ ევროდ შეიძინა და „ვალენსიაში“ გაანათხოვრა. მან განვლილ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაუშვა, ხოლო 8-ჯერ მეტოქეებს არ გაატანინა.
ლაშა თაბაგარი





