ლუის ენრიკე: „წაგება პრობლემა არაა“

0
10

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთვის აშშ-ში დასრულებულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ 0:3 მარცხი პრობლემა არაა.
„ვფიქრობ, მატჩის დასაწყისში გაგვიჭირდა, რადგან მეტოქე ძალიან ენერგიულად მოქმედებდა. ეს მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზეა არაა დამოკიდებული, არამედ, ასპექტებზე, რომლების მატჩის მსვლელობსი დროს უნდა გამოიყენო. მეტოქემ ჩვენზე უკეთესად იცოდა ეს როგორ უნდა გაეკეთებინა.
მარცხი ნორმალურია და პრობლემა არაა. ხალხი ასეთი მომენტით ყოველთვის სარგებლობს რომ გაგვაკრიტიკოს, მაგრამ არც ესაა პრობლემა. ახლა უნდა შვებულებით ვისარგებლოთ, რომელიც ძალიან ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება.
მატჩის შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, რომლისთვის თავი უნდა აგვერიდებინა. როგორც ყოველთვის ასეთ დროს ფეხბურთელების დაშოშმინებას ვცდილობდი, რომ ვითარება არ გამწვავებულიყო.
ვხედავდი, რომ მარესკა ხელს ჰკრავდა მოთამაშეებს და ისინიც იმავეს აკეთდებდნენ. მსგავს ვითარებას ყოველთვის თავი უნდა ავარიდოთ და ამიტომ, მოთამაშეებსი დაშორიშორებას ვცდილობდი“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
“ჩელსისთან” მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ შეცვალა.
ლაშა თაბაგარი