ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს. თბილისის „დინამომ“ 21 წლის მცველი „ქარაგიუმრუქში“ გაანათხოვრა, სადაც თავის დროზე საბა ლობჟანიძეს და ვატო არველაძეს უთამაშიათ.
უგრეხელიძემ თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის საქართველოს 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. მან სლოვაკეთში დასრულებული ახალგაზრდული ევრო 2025 ტრავმის მიზეზით გამოტოვა.
ლაშა თაბაგარი





