ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “ორდაბასისთან” ხვალ გასამართ პირველ მატჩში სიურპრიზებს გვპირდება. გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის ახალი კაპიტანი ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი დაესწრო.
დირკ შუსტერი: “გუნდის მზადების პროცესით კმაყოფილი ვარ. როგორც შემტევ, ისე დაცვით ნაწილში გუნდმა მოუმატა და შეგვიძლია საპასუხო მატჩინ წინ უპირატესობა შევიქმნათ. ამისთვის ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერაც დაგვჭირდება.
ახალმა ფეხბურთელებმა გაგვაძლიერეს. დღეს სასტარტო თერთმეტეულზე ვერ გესაუბრებით, მისი შედგენა მარტივი არაა, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, სიურპრიზები იქნება.
რაც შეეხება ვლადიმერ მამუჩაშვილს, პირველ ყოვლისა ხაზგასასმელია, რომ ეს გუნდის საერთო გადაწყვეტილებაა. ის საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, კომუნიკაბელურია, გამოირჩევა ლიდერული თვისებებით. ამიტომ, ვენდობით მის გამოცდილებას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ”.
“ტორპედო” – “ორდაბასის” მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და “სილქუნივერსალის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ლაშა თაბაგარი
“ტორპედო” – “ორდაბასის” მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და “სილქუნივერსალის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ლაშა თაბაგარი





