მიქაუტაძის „ლიონმა“ ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა

0
22

„ლიონმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, საფრანგეთის საფეხბურთო ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა.
„ლიონის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილბა კონტროლისა და მართვის ეროვნული დეპარტამენტის ფედერალურმა სააპელაციო კომისიამ მიიღო. იმავე კომისიამ, 24 ივნისს „ლიონი“ ლიგა 2-ში დააქვეითა და ამის მიზეზად კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა. საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა აპელაცია შეიტანა, რომელიც დააკმაყოფილეს.
2024-2025 წლების სეზონში ლიონელებმა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
24 წლის მიქაუტაძემ „ლიონში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ნათამაშებ 33მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ორ თამაშში მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო, ხოლო ევროპა ლიგაში 11-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი