ეგოიანის მესამე გოლი სეზონში

0
0

ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ერედივიზიონში მესამე გოლი მიითვალა. მე-8 რაუნდში როტერდამელებმა „გრონინგენს“ უმასპინძლეს და 1:5 განადგურდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ამ სეზონში შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. 36-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, „ექსელსიორმა“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად შეასრულა. თუმცა, ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს 2:1.
შესვენების შემდეგ, „გრონიგენმა“ კიდევ სამი ბურთი შეაგდო და „ექსელსიორმა“ 2026-2027 წლების სეზონში ჯერჯერობით ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. ირაკლიმ განვლილ 8 თამაშში 3 გოლის გატანის გარდა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ექსელსიორი“ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი