ივან რაკიტიჩმა კარიერა დაასრულა

0
19

ივან რაკიტიჩმა, რომელმაც 2024-2025 წლების სეზონი სპლიტის „ჰაიდუკში“ გაატარა, პროფესიონალური ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ის სპლიტური კლუბის სტრუქტურაში იმუშავებს.
„რაკიტიჩი კარიერას ამთავრებს. ის ჭკვიანია, კარგი იდეები აქვს და ფეხბურთში კარგად ერკვევა. თუმცა, ახლა რთული პერიოდი აქვს, რადგან ბუცების კოსტუმზე გაცვლა ადვილი არაა. რეალურად ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც „ჰაიდუკში“ ვარ რაკიტიჩია“ – იუწყება „ჰაიდუკის“ მთავარი მწვრთნელის გონსალო გარსიას ნათქვამს gol.hr.
რაკიტიჩი კარიერის განმავლობაში „ჰაიდუკის“ გარდა, შვეიცარიის „ბაზელში“, გერმანიის „შალკეში“, ესპანეთის „სევილიაში“, „ბარსელონაში“, საუდის არაბეთის „ალ შაბაბში“ გამოდიოდა.
მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 886 მატჩში 127 გოლი გაიტანა. რაკიტიჩმა  2007-2019 წლებში ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 106-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო.
37 წლის ხორვატმა „სევილიაში“ ორჯერ ევროპა ლიგა მოიგო, ხოლო „ბარსელონაში“ ესპანეთის ლა ლიგაში ოთხჯერ, ესპანეთის თასზე ოთხჯერ, ესპანეთის სუპერთასი ორჯერ, ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, ევროპის სუპერთასი ერთხელ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი