დიეგო ლონგო: “უტიტულო პერიოდი უნდა დავასრულოთ”

0
30

დიეგო ლონგოს გორის “დილას” დიდხნიანი უტიტულო პერიოდის დასრულება სურს. გორელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ  სლავა მეტრეველის სუპერთასის ფინალში დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ “სპაერთან” გასამართ მატჩამდე განაცხადა.
დიეგო ლონგო: “ეს იყო კარგი მოსამზადებელი პერიოდი მიუხედავად მცირე დროისა ეს დღეები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენეთ. წინ გველის თამაში რომლითაც შეგვიძლია დიდხნიანი უტიტულო პერიოდის დასრულება. აქედან გამომდინარე, მატჩის მნიშვნელობას კარგად ვიაზრებთ.
ჩვენ საკმაოდ კარგ კონდინციებში ვართ, ნახევარფინალის შემდეგ ძალების აღდგენა სწრაფად მოვახერხეთ. რაც შეეხება მეტოქეს, მას ვაკვირდებოდი ,,ტორპედოსთან” მატჩისას. ასევე გვქონდა საშუალება ამ შეხვედრამდე “სპაერთან” ამხანაგური გვეთამაშა. მეტოქემ ჩემზე კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.
ეს არ იქნება მარტივი მატჩი თუმცა ყველაფერს გავიღებთ თასის გორში წასაღებად. გულშემატკივარს კი მინდა მოვუწოდო რომ დარჩნენ ბოლომდე ჩვენს გვერდით და ერთად ვიზეიმოთ ახალი ტიტულის მოპოვება ხვალინდელ შეხვედრაში. ასევე დაგვეხმარონ ახალი მიზნებისთვის ბრძოლაში მიმდინარე და შემდგომი სეზონების განმავლობაში”.
ლაშა თაბაგარი