კალანდაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

0
4

ალექსანდრე კალანდაძე კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასაში დაბრუნებულ პლოცკის „ვისლაში“ განაგრძობს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის მცველმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თბილისის „დინამომ“ კალანდაძემ 2025 წლის იანვარში უნგრეთის „ფეჰერვარში“ გაანათხოვრა, სადაც 10 მატჩი ჩაატარა. ის „დინამოში“ 2020 წლიდან ირიცხებოდა. კალანდაძე 2020-2021 წლების სეზონში იჯარით უნგრეთის „დიოშდიორში“ გამოდიოდა.
მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო 2023 წელს ეროვნული გუნდის მაისური ორჯერ მოირგო.
ლაშა თაბაგარი