არგენტინის ეროვნული ნაკრების და „ინტერ მაიამის“ კაპიტნის ლიონელ მესის თქმით, პსჟ-ში გატარებული ორი წლით ფეხბურთის თამაშით არ დამტკბარა.
„ამ ორი წლის განმავლობაში ფეხბურთით არ დავმტკბარვარ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ბედნიერი არ ვიყავი. ჩემთვის ეს კარგი დრო არ იყო. ჩემთვის მისაღები არაფერი გახლდათ – არც ვარჯიში და არც თამაში. ჩემთვის ადაპტაცია ძალიან რთული აღმოჩნდა.
თავიდანვე ძალიან თბილად მიმიღეს. თუმცა, შემდეგ ხალხი უკვე სხვანაირად მეპყრობოდა – პარიზის პუბლიკის ნაწილი. გულშემატკივრების დიდ ნაწილთან წყვეტა მოხდა, რაც ჩემი მიზანი არ ყოფილა. ყველაფერი ისე მოხდა, რაც ადრე მბაპესთან და ნეიმართან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ეს მათი ქცევის მანერაა“ – იუწყება ლეგენდარული ფეხბურთელის ნათქვამს El Nacional.
მესი პსჟ-ში 2021-2023 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 75 მატჩში 32 გოლი გაიტანა, თან 35 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





