
პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არგენტინის ეროვნული გუნდისა და „ინტერ მაიამის“ კაპიტანი ლიონელ მესი მიაჩნია, რომელთან ერთად 2014-2017 წლებში „ბარსელონაში“ მუშაობდა.
„უდავოა, რომ ჩემთვის ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მისი კარიერის პიკი 10-15 წელი გრძელდებოდა და ის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელის ეტალონია. მისი სტაბილურობა უამრავი წლის განმავლობაში და ყოველ სამ დღეში ერთხელ უმაღლეს დონეზე თამაშია ძალიან შთამბეჭდავია. მე მინახავს მესი ვარჯიშზე რას აკეთებს, რაც სხვებთან შედარებით განსხვავებული დონეა და დაუჯერებელია“ – განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა „ინტერ მაიამისთან“ დღეს გასამართ მატჩამდე პრესკონეფერნციაზე.
აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში პსჟ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის ქალაქ ატლანტაში „ინტერ მაიამის“ შეხვდა და მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი




