ინგლისის 21-წლამდელების ზედიზედ მეორე ტრიუმფი

0
13

ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ფინალში ბრიტანელებმა გერმანელი თანატოლები 3:2 დაამარცხეს.
მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში ჰარვი ელიოტმა გახსნა, ხოლო ომარი ჰაჩინსონმა თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ნელსონ ვაიპერმა ერთი გოლი გაქვითა. 61-ე წუთზე პაულ ნებელმა ანგარიში გაათანაბრა.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა. 92-ე წუთზე ჯონათან როუმ გერმანელთა კარი აიღო და ეს გოლი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა.
ინგლისმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისელი ჰარვი ელიოტი გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი გერმანელი ნიკ ვოლტემადე, რომელმაც 6 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში ჩატარებულ ტურნირში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.
ლაშა თაბაგარი