რონალდუს „ალ ნასრში“ ჟეზუში გაწვრთნის

0
16

საუდის არაბეთის „ალ ნასრს“, სადაც კრიშტიანუ რონალუდ გამოდის, ჟორჟე ზეზუში გაწვრთნის.
გამოცემა Record-ის ინფორმაციით, 70 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი მომავალ კვირაში კონტრაქტს მადრიდში გააფორმებს. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუმ თანამემამულს „ალ ნასრის“ თავკაცად დანიშვნას მიესალმა.
ჟეზუში იტალიელ სტეფანო პიოლის შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან მიმდინარე წლის მაისში დაითხოვეს. ბოლოს, ძალიან გამოცდილი პორტუგალიელი სპეციალისტი საუდის არაბეთის „ალ ჰილალს“ ავარჯიშებდა, რომელიც მაისში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის რონალდუმ მიმდინარე კვირაში „ალ ნასრთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.
ლაშა თაბაგარი