მოდრიჩის ევროპული რეკორდი

0
31

ლუკა მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში ევროპული ნაკრებების ფეხბურთელებს შორის ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორია.
მუნდიალის საკვალიფიკაციოში ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შინ ჩეხეთი 5:1 გაანადგურა და მოდრიჩმა გოლი პენალტიდან გაიტანა. ის იმ მომენტში 39 წლის და 9 თვის ასაკის იყო.
მანამდე, რეკორდის ბოსნიის ნაკრების თავდამსხმელა ედინ ჯეკოს ეკუთვნოდა, რომელმაც მსოფლიოს შესარჩევში გოლი 39 წლის და 2 თვის ასაკში შეაგდო.
ლაშა თაბაგარი