ლონდონის „ტოტენჰემს“ ტომას ფრანკი გაუძღვება, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
51 წლის დანიელი სპეციალისტი 2018 წლიდან „ბრენტფორდს“ ავარჯიშებს. რომანოს ინფორმაციით, „ბრენტფორდის“ ხელმძღვანელები ფრანკის „ტოტენჰემის“ გაშვებას 12 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათანხმდნენ.
„ტოტენჰემმს“ ახალი მწვრთნელის ძებნა მას მერე დაიწყო, რაც 6 ივნისს თანამდებობიდან ავსტრალიელი ანგე პოსტეკოღლუ გაუშვეს, რომელმაც წელს ევროპა ლიგა მოაგებინა. ცნობისთვის, ლონდონელებმა 2008 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვეს, ხოლო არსებობის ისტორიაში ევროპა ლიგაში/უეფას თასზე მესამედ გაიმარჯვეს. გარდა ამისა, „ტოტენჰემმა“ ერთხელ თასების მფლობელთა თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი
